↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუმიები

ნახუცრიშვილი გაგა

2026-07-181 წთ საკითხავი2166 ნახვა

—
გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი...ამ დროს რამდენიც გინდა უკმიე,ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,ვერ გააცოცხლებ მაინც მუმიებს.
ვერ დააბრუნებ ძველ, ჩავლილ კადრებს,სურათებს რეცხავს დროის საპონი,ის იყო ბრძენი და მოკვდა ადრედა ერქვა თურმე ტუტანჰამონი.
ვერ დაინახავ, ბევრი იბრძოლო,თუნდაც და ბევრის გსურდეს გამხელა,მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ,მას სერაფიტა ერქვა სახელად.
რეალობა კი რომანტიზმს ახრჩობს,იდეალი კი არის წაშლილი,იყო ბატონის ერთგული სანჩოდა სუფთა გული ჰქონდა ბავშვივით.
ვის აუხსნია ანდა ვინ იცის,რატომ იცვლიან ნიღბებს, პარიკებს,და ისტორია არის ცინიზმი,რადგან გვიტოვებს მხოლოდ თარიღებს.
გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი,და იმეორებ ერთს და იგივეს,ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,მუმიებს მხოლოდ მოაქვთ სიცივე.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი