↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხოლოდ ასეთი

ნახუცრიშვილი გაგა

2010-08-121 წთ საკითხავი2164 ნახვა

—
თან აღარ დამაქვს სურათი შენი,მაგრამ სრულებით არ შევიცვალე,ვერ მომერია ცვლილების სენი,ოდნავ დამღალა ღამის სიმთვრალემ.
ნაცრისფერ დილას ფანჯრიდან ვხედავ,სიმჟავე, ჩაი, ძველი გაზეთი,და გამაჩინა ასეთად ღმერთმადა მინდა ვიყო მხოლოდ ასეთი.
ის დილაც მახსოვს როცა წახვედი,ის ბროლისფერი ნოემბრის ნისლი,დამამახსოვრდი მხოლოდ ასეთი,ახლა იყავი თუ გინდა სხვისი.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი