↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოსაგონარი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52768 ნახვა

—

მიშა ქვლივიძეს

ხლებნიკოვოში, არყის ხეებში,ჩვენ ჩიქოვანთან სიმონთან ერთად,ვსვამდით მანავს და მაისი ეშხითლაპარაკობდა ლექსებით ღმერთთან.
გალაკტიონი ცოცხალი იყო,გალაკტიონი ჯერ კიდევ წერდა,მაგრამ რადგან ჯერ არ მომკვდარიყო,ის მგოსან-ღმერთად ვერავინ ვერ თქვა.
ხოლო უცნობ ლექსს მისას, სიმონისაკუთარივით ჩვენთვის ამბობდა,ხმანი საწუხარ-სასიამონიქართულად რუსულ ცაში არბოდა.
შენ კი, ქვლივიძე, რუსეთის სიძე,საქართველოში ყოფნას ნატრობდი,ბაგეზე გეჯდა ლექსი მასპინძელსდა ჩუმი სევდით უფრო გვათრობდი.
1999
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი