↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაწყენი დღე

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
სანაპიროზე, ბრინჯაოს მემედს,მეც გავაგონე ჩემი მადლობა,იმ დღის ღიმილებს, სიტყვებს და თემებსშემოდგომის მზე ოქროდ ადნობდა.
თბილისს ფიქრიანს, ხშირად გულნატკენს,ვეამეთ შვილნი მისი აჭარის,თითქოს, რაც არის, შემოვუმატეთსაქართველოდან ჩამონაჭარი.
ჭამა-სმად დასხდნენ ჩემიანები...ძმის უშნო თქმულით ნაიარევმამე გარეთ, ძეგლთან ჩავიარე დახმა გავიგონე ბრძენის იგავად:თუმცა ერის მზე თქვენზე ამომდის,დანდობა არ მწადს სიმტყუანესი,თუ რამ ბრალია უფრო ახლობლის _მით უარესი!
შემოდგომა.თბილისი
1998
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი