↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აგერ, ღობიდან გიცქერს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95297 ნახვა

—
აგერ, ღობიდან გიცქერს კამური,გზები თეთრია, ღამეც თეთრია,გურიის მთებში მე შემხვედრიაიგი, ლამაზი და საამური.
მდინარით რბოდა სიასამური,ჰქრებოდა მყისვე, რაც სიმკვეთრეა.წლები რაღაცას არეს ჰყვედრიან,ცხრაას რვა - მწარე და უჟამური.
გურიის გზებზე მივდივართ ორნი,ვიგრძენით მაღლა აფრენა ყორნის,სადმე სიმშვიდე ვიგრძნო - მწყურია...
რომ არ ვისმენდე გარშემო ჭოტებს,რომ შესაფერად გვაფენდეს ტოტებსამ არემარედ, რაც კამურია.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი