↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციკლიდან ”ყინულის ქალაქი”

ჩალაბაშვილი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1918 ნახვა

—
ამიერიდან მე შენ გეკუთვნი,გადამავიწყდა ძველი მითები,შენ ხარ მაღალი ჯვარი გეგუთის,მე კი - დაღლილი ბერის თითები.და როგორც მიწა ლტოლვილთ მიუტევთ,ნუ გაგაოცებს ჩემი იერი.შენ ამაყი ხარ ვით სიჯიუტე,მე ვით სიმორცხვე - ვარ თვინიერი...აჰა, მორჩილი მონის კისერი,აღზევებულა ჩემი ქალაქი,ისევ და ისევ შენ თუ მიშველი,ცოცხლობდეს ჩემი ძვალთშესალაგი.ამიერიდან მე შენ გეკუთვნი,გადამავიწყდა ძველი მითები,შენ ხარ მაღალი ჯვარი გეგუთის,მე კი - დაღლილი ბერის თითები...

ჩალაბაშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი