↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაწყენი ჯვრის მონასტერი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—
წინაპრის თქმული ამ ქვის კარებთან,ქვიდან ქვაში რომ მიჟრუანტელობს,დაობლებული გვემუდარება, _რად მიმატოვე, სად ხარ, ქართველო?!მე, _ თავისუფალ ღარიბს ნეტავირას მთხოვს გუმბათი, ქვეშ რომ დავდგები?რა სიბრალულით შემომხედავენშორი, ნაცნობი დიდი ლანდები.
ქართული თითქოს არის, _ არც არის,ამ საკურთხეველს პატრონობს ყველა,რუსი ანდრეი ქართულ ტაძარში,რუსთველის მცველად ვინ დააყენა?!
თან სიამაყე, თან ფიქრი მწარე _საკუთარ სახლში სტუმრად ვისხედით...ჯვრის მონასტრიდან ნაწყენი წაველ,რადგან მრჩებოდა ისიც სხვის ხელში.
ნუთუ სულ ასე გვართვან, გვაშინონ?!სანამ ემატოს ტკივილი ტკივილს?!ორი მზის შვილო, აჯიაშვილო,მოდი, აქედან ვკითხოთ ჩვენს თბილისს.იერუსალიმი
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი