↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რად გინდა

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52779 ნახვა

—
ისეთი დიდებანეტავი რად გინდა,თუ ფრთები შეგესხა,ფრთებითვე დაგბინდა,მწვერვალს შეგამზირა,ველ-მინდვრებს დაგრიდა,მითხარი, ასეთი დიდებარად გინდა!
მტერთან შეგარიგა,გაგყარა მეგობარს,გარგუნა იმდენიყველას რომ ეყოფა,წყურვილს თუ ვერ იგრძნობ,ვერც ცეცხლის კიდებას,რად გინდა ნეტავიასეთი დიდება.
თუკი მეგობარიუნდოდ გაგცილდება,თუკი სიყვარულისკეცი გაცივდება,თუკი სიახლოვისცეცხლი არ გაგათბობსდა მზით ნაფენ გზაზეივლი მარტოდმარტო,რად გინდაასეთი დიდება,რად გინდა?!
1968
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი