↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაც უნდა იყოს, ეს გაზაფხული

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—
რაც უნდა იყოს, ეს გაზაფხული
მე მეყვარება ყველაზე მეტად,
რადგან სხვა ყველა არის წარსული
და წინ რა მრჩება ამას ვერ ვხედავ.
ეს გაზაფხული მე მეყვარება,
ვით სიყვარულის მეორედ მოსვლა,
აი, მას ვხედავ, ჩემმა თვალებმა
მისი სინათლე შორიდან მოსვა.
არ ვითხოვ ყოფნას მე უსასრულოს,
მაგრამ იცოდეთ მთებმა, იებმა, _
ახალს რომ ვეტრფი ეს თქვენ წასულო
გაზაფხულებო, ნუ გეწყინებათ!
1988
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი