↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუსთაველის სახე

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—

ჯვრის ტაძრის სვეტზე

თქვენ ალბათ გიკვირთ, ჯვრის ტაძრის ქვებო, _თქვენ ხომ რუსთაველს პირადად შეხვდით,იგი _ ზეკაცი და ასე _ ქვემოთ?!პოეტი სხვათა წმინდანთა ფერხთით?!თქვენ გეკითხებით მონასტრის ქვებო,საფლავი დიდი და საგანგებო,მარად ცოცხალის და არა მკვდარის,ვიცი აქ არის, მაგრამ სად არის?!
მისი ხატის წინ ვარ, სანთელს ვანთებ,სულს ძლიერ შია, გთხოვ სული კვებოთ,რომ დაუბრუნდეს ქართველი ქართველს,ძვირფასო ქვებო!
თქვენ საფერებო ლექსით და რითმით,შოთას საფლავის და ტაძრის ქვებო,მეწვოდეს სიტყვა აქ თქვენი წვითვე,თქვენს ფერხთა ქვემო გინდა მტვრად ვეგო.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი