პოეზია · ლირიკა
რწმენა
არაფერი რომ არ მქონდა, მაშინ მქონდარწმენა ნალოლიავები, _ ჩემი რწმენა,ის ჩემ გვერდით გაჭირვებით მოდიოდაგზაზე, რასაც ეწოდება ბედისწერა.
მოდიოდა, თითქოს მხარზე ლოდი ედო, _იღლებოდა საყვარელი აღმართებით,მაგრამ იყო იმნაირად საიმედოვუმღეროდი, ვამაღლებდი, ვაღმერთებდი.
ხან თუნგივით წყაროს წყალით ამივსია,მხარს შედგმული ბილიკ-ბილიკ მიზიდია,რომ მწყურვალეს მივეშველო თავისიანსდა იმედით გავათენო მისი დილა.
იმ ნატრული ჩემიანის, ზოგჯერ შორის,მტკენს სიშორე, ბედმა რადგან გაუძნელარწმენა ენის, რწმენა ერის, რწმენა დროის,სულის, გულის, სიყვარულის სრული რწმენა.
ენატრება დედისა და სატრფოს კოცნა,რომ მოურჩეს განშორების წყენა-ჯავრი,ლოცვა უნდა, მშობლიური სიტყვით ლოცვა,რწმენა უნდა, საქართველოს რწმენა მძლავრი.
1988