↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რწმენის ხმა

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52769 ნახვა

—
მწვერვალებო, აწოვეთ ძუძუ მარად ერთგულმტკვარს, ჭოროხს და ალაზანს,რიონსა და ენგურს.
ეს კოლხური ნისლია თუ ლეჩაქი დედის? _თეთრი, თეთრი მაისიმთა-გორებზე დადის.
არ უჯერებს მოგონილ ლეგენდას და სიზმარს,მიწა ახალ სამოსელსახლებურად იცვამს.
სამშვიდობო ზეციდან მზე ღიმილით დასცქერსმთას, ყვავილით მოხატულს,ველს, სახნისით ნაწერს.
ვიცნობ სუნთქვას თვითეულ მარცვლისა და წვეთის,ეს მშობელი მიწაა,ვეძახი და ვეტრფი.
ყოველ ჟანქში ბადაგის მტევანდანაწურიჩაადუღა გლეხკაცმასალოცავი ძმური.
მწვერვალებო, აწოვეთ ძუძუ მარად ერთგულს _მტკვარს, ჭოროხს და ალაზანს,რიონსა და ენგურს.
1973
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი