↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რჯული

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—

ვახტანგ გოგუაძეს

ბურსას ჯამესთან, პარასკევს,გურჯი, მლოცველი ჯუმისა,შემომხვდა, თავი გამაცნო, _მე ვარ ქართველის რჯულისა.
გულზე საამოდ მეცხელა,რაღაც უღრმესად მენიშნა,არ მეადვილა, მეძნელაყოფა ენის და რწმენისა.
მაგრამ რა ვიგრძენ _ ჩვენებურსსჭირს ჩვენივ დარდ-სინანული,ვთქვი: ალბათ, ღმერთმა ინება, _უნდა გადარჩეს მამული.
რა არის რჯული თუ არაენა, ზნე, სისხლი, ერობა,წარღვნამ თუ გადაუარა,რად შვენის ის, რაც შვენოდა?!
გადათელილი ათასგზისწამებით წარსულს ვუვლიდი,ენა ნენესი, ბაბასი,შემინახია რჯულივით.დაქცეულ-დახარჯული ვარსიტყვით, სიმღერით, ტაძრითა,მიტომ აქ მტვერიც რჯულიანახვეტი ჩვენი ნაცრიდან.
დე, ეთქვას გლეხს და ფილოსოფს, _ენა რწმენაა სულისა,სადაც არ უნდა ვილოცო,მე ვარ ქართველის რჯულისა.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი