პოეზია · ლირიკა
საამდუნიო
მელნისფერ ცრემლში, ყვავილებო,კალმად გეწები,მთავ, გულზე უნდა დაგაწერო, -რომ მიწა მიყვარს.ო, გამჩენელო, შეგეხევეწები:ჯერ ნუ წამიყვან, ჯერ ნუ წამიყვან!საიმდუნიოჯერ ვერრა ვქენ საამდუნიოს.ხომ დამტუქსავენ დიდსულებიძველმოღვაწეთა, -რა გჭირთ, რად ისმისსაქართველოს ვაი-უიო.ნუ თუ ჩვენს ცრემლზეცრემლი აწვეთდა?!რა ვუთხრა დიდსულთ,რით გავახარო,ღმერთო მაღალო?!ჯერ ნუ წამიყვან!..ბაზალეთის ტბის ძირს აკვანმათუ გამოზარდა კაცის მართლისგმირი ნანატრი,ხომ უნდა ვნახო,სანამ აქ ვარ მე,გმირის გმირობაან რამ სხვა მადლი?!ჯერ ნუ წამიყვან!..ჟამთ რა ჟანგი ჩემ თავს დაცლილა!..ოთხმოცს გადაველ,ქრისტიანი კი სულ ცხრა წლის ვარ.სიონში სხივმა -მოგე მეო, რასაც ნატრობდი...თან დამაქვს თავზეუწმინდესის ხელის ნათბობი.სად გამაჩინე,იქ ვარ,გყავდე, - ჯერ საჭირო ვარ.მზილე მალამოდ,ჩვენებურის წამცხე ჭრილობას.დარდის შვილი ვარ.დღე ისე მიდის,რაღაცა მინდა მართლა დღე იყოს.ამერ-იმერულ ბერწ მიწებივითჩვენში სიტყვაც ხომხვნა-თესვას ითხოვს.ჯერ ნუ წამიყვან.ჟამთ რა ჟანგი ჩემ თავს დაცლილა!..ოთხმოცს გადაველ,ქრისტიანი კი სულცხრა წლის ვარ!