პოეზია · ლირიკა
ორი გოგონა მიყვარდა
კაფიაორი გოგონა მიყვარდა _ხან ისა მწვავდა,ხან ესა...ერთი წყალგაღმა ცხოვრობდა,ერთი გამოღმა მხარესა.ერთ დღეს წამწამებს ვფიცავდი,ერთ დღეს ჟუჟუნა თვალებსა...ორი გოგონა მიყვარდა _ხან ისა მწვავდა,ხან ესა.რა ესმათ ჩემი ავ-კარგიდა ეშმაკობა რა ესმათ,ორივე ერთად დავკარგე,ორივე ერთად გამექცა...ერთგან შუადღეს ვიარე,ერთგანაც შუაღამესა,ორივე უბრად მხვდებოდა _ხან ის მდუღრავდა,ხან ესა.ახლა ცალ-ცალად დავდივართ,ავდარია თუ დარია _ორი გოგონა მიყვარდა,ჰოდა, რა ჩემი ბრალია?!