პოეზია · ლირიკა
სახლის საძირკვლის ჩაყრა
მოსული ხალხი, საბძელშისუფრას მიუსხდა ჯერ...საძირკვლის თხრა რომ დავიწყეთ,უკვე ვხედავდი ჭერს.დადექი, სახლო მართალო,დრო დაგპირდება კარგს,შენი და შენში სიცოცხლისდიდი იმედი მაქვს,დადექი, სახლო მაღალო,მხრებგანიერო, ბჭევ,სარკმლიდან გადამახედე,მზე დამანახე ჯერ,მერე ისეთ გზით გამგზავნე,რომ მომენატრო შორს,სახლო, ა, შენი პატრონითვით პატრონობას გთხოვს.შენი საძირკვლის ჩაყრისასასეთ ფიქრებში ვარ,და ჩუმად შენი ბუხრისთვისვინახავ ჯირკვში კვარს.
1988