პოეზია · ლირიკა
ყვავილების გლოვა
სული ერთად ხარშავს სიმართლეს თუ ჭორს,დგას თბილისი _ თვალზე ცრემლი ობლად ჟონავს,ეს მწუხარე ბრძოლა მე მიმყვება შორს,როგორც სასახლესთან ყვავილების გლოვა.
ვისაც ჩვენი სძულდა, იქნებ უფრო სძულს,თუმცა, დროის დრამებს ვეყოლებით ძმებად;ორბი ისევ კორტნის ამირანის გულს,მაგრამ მაინც ვხედავ, _ ამირანი დგება.
1989