პოეზია · ლირიკა
ყველაფერი გაცოცხლებას ეწაფება
ყველაფერი გაცოცხლებას ეწაფება,შეღამებას ფერადები ემატება,ელოდება ვენახების შემწვანებამევენახე მამაჩემის შემართებას.
მაგრამ მისი ქალამანის დაბიჯებასვეღარ იგრძნობს ნაწვიმარი ნიადაგი,საყანეში ნიაღვარი გაგიჟდება,ჩაიმტვრევა ღობეების ლიანდაგი.
გავიზარდე, დაღონებას ვეომები,გინდაც დამწვი, ამატირე, თუ ჯერია,ჩემს ბავშვობას ხავერდიან ხეობებშიყვავილები და პეპლები უჭერია.