↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძვირფასო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვხედავთ

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52771 ნახვა

—
ძვირფასო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვხედავთ,ხეები მზეზე როგორ თბებიან,მტკვარში ჩასული თბილისის მთებიერთიმეორეს ეხუტებიან.
გადადარებულ ცაში ჩვენ ვხედავთ,ნისლები როგორ თეთრად კვდებიან,და ბალახები ნამის ცქრიალათვალებით როგორ გვაკვირდებიან.მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ ბედნიერიცზოგჯერ საოცრად არის ობოლი...დღეს, ასე ყვითლად დაღამებული,მდინარეს მიაქვს, როგორც ფოთოლი.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი