↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვეთი

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52770 ნახვა

—
ო, წვიმის წვეთო, გავიგო მინდა,რა მოგაქვს ახლა მაღალი ციდან?_ მე ხომ მიწიდან ავედი ღმერთთანდა ახლა ისევ მიწას ვეწვევი,რომ არა წვეთი, არამედ მერქვას _ვარდი, მტევანი, ვაზი, ლერწები._ ო, წვეთო, ნეტავ ეს ჩემი სულიც,როდესაც ჩემი ტანი მოკვდება,შენსავით ნისლად ცაში ასული,დაბრუნდებოდეს ყვავილ-ფოთლებად.
1993
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი