პოეზია · ლირიკა
ჭოროხო, შენი ოხვრა-ნაღველით
ჭოროხო, შენი ოხვრა-ნაღველითისე გვიყვარხარ, რომ იმ არეულდროში დავარქვით შენი სახელიერთ პატიოსან ჩვენს ჟურნალ-რვეულს.
მაგრამ რაღაცამ მაინც, ბოლო დროს,დაგვრია ხელი, და აჰა, უკვე,შენაც გატკინეთ გული, ჭოროხო,ხსენებას შენსას მგონი ვაუქმებთ.
წაშლა ქაღალდსაც კი არ ეამა,გვითხრა, _ თქვენ ლანქრის ქაფად არ ღირხართ,ჭოროხი მარტო წყალი კი არაის საქართველოს გულის ძარღვია.
ის რომ იწყება, ჩვენც იქ ვიწყებით,დედაენას ჰგავს, _ მძლე, ვაჟკაცურიმოედინება მწუხარ მიწებისცრემლად, სისხლად და ოფლად ნაწური.
მე რომ პირველი ლექსი მაჩუქეს,კვლავ იქ დავდექი, ყრმობის ადგილთან,მდინარემ მკითხა, _ რად მათქაშუნერითმებში, მოვლა თუ არ ძალგიძდა?ვკადრე: _ ამხელა წყალს ვინც ვერ გწყალობს,მან არ გახსენოს იქნებ ორჯერაც,შენ რომ ჩემსავით ლექსით ეწვალოჩვენებურების გულის მორჩენას.
1999