↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხე იდგა

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
მთაზე ხე იდგა განმარტოებით,ცაზე მიწის დარდს წერდა რტოებით.ისე ბრგე ჩანდა, ისე მაღალი,ისე ეკავა მიწა და ზეცა,ავდრები თავზე გადანახალიჩამოიფურცლა, წიგნად დაკეცა.მე კი მეგონა მასზე მიყრდნობილს,გაიგონებდა, რასაც ვიტყოდი...ტანზე უტოვა დრომ იარებითუ ისიც დაჭრეს ჟამთა ეჭვებმა?!ის იდგა მე კი თუმც ვიარები,იგი ყველაზე ბრძენი მეჩვენა.იდგა ხე მთაზე განმარტოებით,მიწის დარდს ცაზე წერდა რტოებით.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი