↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხსნა

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52771 ნახვა

—
_ ჩემი და შენი ხსნა იგვიანებს, _მეხვევა კლარჯი და მეუბნება, _რატომ ჩვენ, _ ქართველ ადამიანებს,ღმერთი გვიმალავს თავისუფლებას?
_ ამდენ მილიონ (გაიშვერს სამ თითს)გურჯის, ეტყობა, ხსნა არსადაა...სანამდი იყოს ჩემი იმედიგამოფხეკილი, როგორც კარდალა?
ვიდექი, ყორეს ვეყუდე ჯავრით(სულ რომ მტკიოდა, იმ მიწაზე ვარ),მოვიდა ღამე და ღამემ ქარითჩვენი ფიქრების იწყო აზელვა.მაინც ამოკრთა იშხანს ნათელიდა, როგორც ჯილდო, გაღმა ახოდანხმა მომეფინა, ერთი ქართველიქართველს ქართულად რომ ეძახოდა
1989
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი