↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედავ

გოდერძი ჩოხელი 1954–2007

2002-06-121 წთ საკითხავი18872 ნახვა

—
რა იყო, რამ დაგაღონა,ჩემო შავფერო დედაო,რაც შენ წახვედი მას მერესწორ გზას ვეღარა ვხედაო,მოდიან შავი კაცებიგულს და გონებას მგლეჯავენ,სული ურწმუნოთ წაიღესმამულს ყორნები სწეწავენ,გვასამარებენ ქართველებსდღედაღამ გულში გვხვრეტავენ.ერთს გეხვეწები, მითხარიმანდედან აქ რას ხედავენ,ჩვენ მოშველებას მანდედანნეტავ რატომ ვერ ბედავენ?ან ვინც მოვიდა აქედანიქნება ჩუმად არიან,რომ არ დაღონდეთ მანდ მაინცაქ რა ყოფნითაც არიან.სხვა რა ვთქვა,შენი საფლავიაღარ მინახავს თვალითა,სული მიჭირავს კბილითადავათრევ ძალის-ძალითა,ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალითა.
1995წ.
გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი