↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რული მოგივა ქალაო

გოდერძი ჩოხელი 1954–2007

2002-06-121 წთ საკითხავი18870 ნახვა

—
რული მოგივა ქალაოდაგეძინება მკლავზედა,მძინარეს დაგესიზმრებავითომ, შენ ზიხარ ჯარზედა,ტანს თეთრი კაბა გაცვიაამოქარგული მკლავზედა,გვერდს მეფე გიზის ლამაზიმზე დასდგომია მხარზედა.ვითომ ღვთის ანგელოზებიცდაგტრიალებენ თავზედა,გაგეღვიძება უეცრადაე მაგ სანახავზედა-რას ნახავ, ღმერთმა გაიგოსამ ბეჩავ ქვეყანაზედა.
##2.
რული მოგივა ქალაოდაგეძინება მკლავზედა,ქმარი გაიგებს თოფს დაგკრავს,რაკი გასცვალე სხვაზედა,ქალი და კაცი დაგძრახავსბრალს დაგდებს ქვეყანაზედა,ერთ კვირას არ გიგლოვებენიქნებ არც მოვლენ მკვდარზედა,სახელსაც არ დაგაწერენცივი სამარის ქვაზედა.
##3.
რული მოგივა ქალაოდაგეძინება მკლავზედა,მოგივლენ ამბისმტყობარნისაშინელ ზარის ხმაზედა,გეტყვიან, ქმარი მოგიკლესაქ ასვენია კარზედა,ლამის რო ჭკვიდან გადასცდეისე იგლოვებ ქმარზედა,ხედავ რო ვიღაც გაღვიძებსშეწუხებული ძალზედა,რას ხედავ, ქმარიახელით ცრემლს გიშრობს თვალზედა.თეთრი თმა- წვერით დაბერდით,გამრავლდით ქვეყანაზედა.
1995წ.
გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი