პოეზია · ლირიკა
ქარბუქის ნამცეცი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
გუმბათოვანი ქალაქიდან, გუმბათებით დაჩრდილული ქალაქიდან,ერთი ფიფქი, ერთი ქარბუგთაგანი, უწონადო შემოფარფატდაშენს ოთახში, მოარწია სავარძლამდე,, სადაც ზიხარ,და გადაშლილიწიგნის მიღმა დაინახე, როგორ გაქრა. სხვა არაფერიარ მომხდარა.მხოლოდ ერთი წამიერი გამოფხიზლება,სხვა არაფერი. ყურადღების წამიერი დაძაბვა და მოდუნება, დროდროებს შორის, და დაკრძალვა ყვავილების გარეშე. მეტიარაფერი გარდა აზრის, რომ ქარბუქის ეს ნამცეცი, შენივე თვალწინარაფრად რომ გადაიქცა, შეიძლება ისევ დაბრუნდესწლების შემდეგ და შენსავით რომ იჯდება, ის კაცი იტყვის:"დროა, ზეცა გახსნილია. ჰაერი მზად არის."