↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველ ქალებს ასახელებს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13542 ნახვა

—
მოდით, ნახეთ მზიას კუთხე,ოჯახი აქვს თურმე მასაც,კუდრაჭა და ენაჭრელიყველაფერში დედას ბაძავს.
ესმის, ყველა დედას უქებს,მისი ქება მოსწონს მზიას.განა მარტო დედა შრომობს?მზიაც დიასახლისია!
განა მარტო დედა შრომობს?წეღან მზიამ დიდის ამბით -სიფრთხილით და მორიდებითნავთქურაზე შედგა ქვაბი...
პაწაწაა, ჯერ ვერ ბედავსბაზრისაკენ წასვლას დილით,მაგრამ მაინც მოახერხა:მოუმზადა ძმას სადილი.
იცის მზიამ, რომ სულ მალეგაიღება სახლის კარი,და ძამიკო, ჩანთით ხელში,მოფრინდება, როგორც ქარი.
მზიას ცერად გადახედავს,თან ღიმილი ეპარება,რად უწუნებს მასპინძლობას,სუფრას რად არ ეკარება?
ჩვენს პატარა დიასახლისსრომ ეწვიოთ, რა იქნება?ქართველ ქალებს ასახელებს,როცა დიდი გაიზრდება!
1948 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი