↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ნიკორა

გოდერძი ჩოხელი 1954–2007

2002-06-123 წთ საკითხავი18869 ნახვა

—
ერთხელ სოფელში ცხენებითმოვიდნენ ძროხის ვაჭრები,მე კი რატომღაც მეგონნენდონკიხოტი და სანჩო.სწორედ იმ ზამთარს ვიკითხემათი გმირობის ამბავი,ავვარდი მაღალ ბანზე დამოვრთე ხმამაღლა ყვირილი:ხალხოო! მოვიდნენ! მოვიდნენ!გამოიშალა სოფელი.ვინ მოვიდნენო, მიკითხეს.- როგორ თუ ვინა, ვერ ხედავთ?დონკიხოტი და სანჩო.-რა დონკიხოტი, რის სანჩო-ჩააიბუზღუნეს იმათ- ძროხის ვაჭრები არიან,არუთინა და ძელო-მე მაინც არ დავიჯერე,თუმცა კი გამკრა ეჭვმა,როგორც ვიცოდი სანჩოუნდა მჯდარიყო ვირზე,აქ კი რატომღაც იგიმობრძანდა თეთრი ცხენით.შემოეხვია ხალხი,ჩამოქვეითდნენ გმირებიდონკიხოტი და სანჩო,თუ?არუთინა და ძელო.--აბა ვის რა გყავთ, მორეკეთკაი ვაჭრობის იშტზე ვართ,თქვა არუთინა – სანჩომ.მორეკეს სოფლის ნახირი, დაიწყო აწონ-დაწონა,ძროხებს სინჯავენ ვაჭრები,ხელით უზელენ წელებს.მე ჩემთვის გულში ვიცინი,მაგრამ აღარას ვამბობ,მგონია ხალხს ატყუებენ,დონკიხოტი და სანჩო.ჩვენი საქონიც იქ არის,ორი ძროხა და ხარი,უცებ რას ვხედავ,სანჩომჩემს ხარს დაადგა თვალი.უარა, ათვალიერა,წელზე გაუსვა ხელი,გაჩერდა, ბებოს შეხედარაღაც ეშმაკურ მზერით.- ქაბატჯან, რამდენი გინდა?-რავიცი- ბებო დაიბნა,თან მე გადმომკრა მზერა.მე ისევ სანჩო მგონია,ჯერ კიდევ არა მჯერა.- ასი მანათი მოსულა?მეტი რა გინდა,ხბოა.
-ე, შვილო,ხბო როგორ არიეს ამოდენა ხარი???- არ გინდა?! შენი ნებაა,კარგად იყავი დედიჯან-თქვა ართუინა-სანჩომდა მიაშტერდა ბებოს.მე ჩემთვის გულში ვფიქრობ:,ვახ როგორ დააჯერეს?,ბებო ლოყაზე ისმევს,თავის ჩამომჭკნარ ხელებს.- ჯანი გავარდეს, ასხუთიიძახის სანჩო-პანსა.- ხარი რო არის?-ბებიამ.- ხუთიც მაგიტო, ქაბატჯან,აბა რა გინდა მეტი?!ბებია ისევ მე მიყურებსდაბნეულ მზერით,თითქოს კანკალებსმუხლებით და მოხრილი წელით.-კაი ფულია ქაბატოჯანაი, ვზარალობ!- რა ვიცი, მივცე?ამბობს ბებია.-ეხ, რაც არ გინდა,ღმერთმა ნუ მოგცეს,აბა სხვა ვნახო.სანჩო ყასითად გატრიალდასხვა ძროხებისკენ.- მაიცა შვილო!- ამბობს ბებია.- ვა? რაღა გინდა ქაბატოჯან!- მაიტა, კარგი.მე ცოტა შევცბიროდესაც სანჩომ,წითელი ფული მიუთვალაშემკრთალ ბებიას.,ე, მაინც ხუმრობს,ხარს არც წაიყვანს“.ვფიქრობ და ვეჭვობ,ვფიქრობ და ვეჭვობ,მაგრამ როდესაც,სანჩომ ნიკორას გამოაბაგრძელი საბელი,და ერთი ბოლოთ,თავის ცხენის ტახტას მიაბა,მაშინ კი შევცბი!მაგრამ ჯერ არა,მე ხო ვიცი სანჩოს ოინი,აქ დონკიხოტიც რაღაც ამბავს დაატრიალებს.-აბა,წავიდეთ!თქვეს რაინდებმა,და თავ-თავის ცხენებს მოახტნენ.ბებია მიმზერს,მერე თვალებს ხრის:ჭირიც წაიღოს, ჩემო ბიჭო!ამბობს თავისთვის.ნიკორა მიჰყავთ,ე, მართლა მიჰყავთ!“ელდანაკრავი გავედევნეუკან ნიკორას,გამობმულ საბელს დავეზიდედა ავღრიალდი:-რას შვრები სანჩომე ხომ გიცნობ,ჩემი ხარია,ამ ზამთარს წიგნში წავიკითხეთქვენი ამბავი.-რა ამბავი, რას მიედები?!-შენი და აი იმ ბატონის,დიდი რაინდის -ხელით ვანიშნე მეორეზე.-ეს მგონი უსტვენს!ცხენით გაქაჩა ცხენის საბმელი.-მე ისევ მივწვდი,მოვეხვიე ნიკორას ყელში.და ამ დროს თავში მაგრად მომხვდამათრახის ძუა.-რას შვრები, სანჩო!-ავღრიალდი ტკივილისაგან.-სანჩო არა,ბებიაშენის!-ისევ გადამკრეს მათრახის ძუა.არ მინდოდა მაღლა ახედვა.საღამომდე აღარც ავმდგარვარ,წაიყვანეს ჩემი ნიკორა.სისხლი წამვარდა,ძირს დავეცი.
გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი