↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მითხარი ნანა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მითხარი ნანა, დამაძინე ღონე-მიხდილი,რაღაც შავ ლანდად მეჩვენება ირგვლივ ქვეყანა,მე სანატრელად გამხდომია თვითონ სიკვდილი,იმედი, რწმენა დამეკარგა, ძირს დაექანა.მე დავიღალე, დავუძლურდი, მძაგს, მძაგს ქვეყანა...მითხარი ნანა, ტკბილი ნანა...
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი