↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მივქრივარ და სიყრმიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მივქრივარ და სიყრმიდან წმიდა მხარეს აღთქმისას,შორით მბრწყინავ-ელვარეს არ ვაშორებ მაინც თვალს,ვეძებ ცხოველ ნაპერწკალს ჩემის განთიადისას,და ვუყივი მეგობრებს, და ვეძახი ქარიშხალს.მაგრამ სძინავთ მეგობრებს, დაღალულთ შუა-გზაზედა ქარიშხალსაც სძინავს, განუსაზღვრელი ძილით.ფოთოლი არ ირხევა სიოს შემობერვაზე,არც მინდორი მღელვარებს ოქროს ბალახ-ყვავილით.მივქრივარ და მწუხარე ღამის ირღვევა ჩრდილი,ცისკრის ვარსკვლავი ღელავს, ცისკრის ვარსკვლავი ბრწყინავს.ახლოა აღთქმის მხარე, მაგრამ მე ძალ-მიხდილიუღონოდ ძირს ვეცემი, მწარედ გული მიღელავს.და მე ვხედავ, თუ როგორ ვეღარ მივწვდი ოცნებას...და ვერას დროს მივსწვდები ყრმობიდან აღთქმულ მხარეს,და უსაფუძვლო ჟინით ვეძლევი ტანჯვა-ვნებას,რომ ადრევე, ეხლავე, მიმაბაროს სამარეს...
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი