↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წამოვ ჩემთან დედისერთა ნიავო

გოდერძი ჩოხელი 1954–2007

2002-06-121 წთ საკითხავი18870 ნახვა

—
დადეგ, დაისვენეწინ წასულო ნიავო,რაღაც უნდა გითხრა,რაღაცით უნდა გაგახარო:გუშინ დედაშენი ვნახე-გულმოკლული საბრალო ქარი.შენ გეძებდა;შვილი დავკარგეო, ტიროდა;თმებგაწეწილი სახეს იხოკავდა.ერთთავად შენ გეძახდა:-ნიაოო! ნიაოო!- კიოდა და წიოდა,აქეთ და იქით ეხეთქებოდა,სადაც კი ღია კარს ან ფანჯარას ნახავდა,იხედებოდა,ყველას შენ ამბავს ეკითხებოდა.მეც შემეკითხა.რა მოსიყვარულე დედა გყოლია.რა მგრძნობიარე.წამო ახლა,ნუღარსად წახვალ,ჩემთან დაისვენე, ჩემთან იყავი.თუ გინდა აივანზე ავიდეთ და იქ მეთამაშე.თუ გინდა კაკლის ძირში ვითამაშოთდაჭერობანა.ან ნაკადულთან ჩაგიყვან.ხო გიყვარს ნაკადული?ხოდა ამასობაში დედაშენიც მოვა.კარგი?წამო, წამო!
1996 წ.
გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი