↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მერე რა

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7034 ნახვა

—
სიგარეტს, ყავას და შავ ღამესჩავატევ ამღვრეულ თვალში,ამ ერთსაც მოვწევ და წავალ მე-ნუ მკითხავ, რატომ და საით.ვენები დასკდება სხეულშიუშენო ღამეების მსგავსად.რა ვქნა, თუ მიყვარდი ძალიანდა ქვეყნად არავინ მწამდა.შენ მეტყვი, ღმერთიო...და მე კი -ღმერთსაც შევუკურთხებ გულში.ჩააქრეთ სულ ყველა სანთელი,აჩრდილად ვიქეცი გუშინ.სიგარეტს, ყავას და ბნელ ღამესშენსავით ვიგულებ ჩემად,ერთხელაც მოდი და მითხარი:მიყვარხარ, შენ ჩემო ერთავ!კედლებზე ყაყაჩოს ფერებადციალებს წითელი მთვარე.ერთხელაც მოდი და, ჯანდაბას,თუ არ შემინდობენ ვალებს,რომელიც ცხოვრებას ვესესხესატანას მივყიდე სული,ერთხელაც მოვწევ და...წავალ მე,რომ სიკვდილს მივუგდო გული.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი