↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ მინდა საგნის დასახელება

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10107 ნახვა

—
არ მინდა საგნის დასახელება,ის არის მგზავრი ამნაირ დილის.იქით მთებია, აქეთ ღელეადა მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.ჩემი იღბალი მუდამ ასეა,ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,ასე უზომო ხეტიალისთვის.ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,ფოთლები, ასე შორს დაფენილი.და ახლა გვიან მე მაგონდება, ფიქრი, მოსული და გაფრენილი.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი