↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ მიგრძვნია

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10107 ნახვა

—
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,ყველაფერი სიზმარივით მიდის.ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი
შაბათია, ველოდები კვირას,თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირადტუსაღივით მენატრება გავლა.
ნელა გადის ღამეების რიგი,სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.ერთი თეთრი ღრუბელია იქითდა ოთახში სითეთრეა მხოლოდ.
ელავს ჩემი შორეული სევდა,ამოვარდა საშინელი ქარი.მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან,იმედია, რომ დავკეტე კარი.
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,ყველაფერი სიზმარივით მიდის.ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.
გლეხთა სახლიტერენტი ხუთი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. აქ ეს სტრიქონი სიმბოლურად იმას გვაუწყებს, რომ არ ახსოვს დედის სითბო და სიყვარული.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი