↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10105 ნახვა

—
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.
მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,ჩემი ფიქრები ისევ კივიან.ძვირფასო, ახლა ამ მიდამოშიყველაზე კარგი ეს ადგილია.
შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი