↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ შემიძლია და მე ავად ვარ

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10105 ნახვა

—
არ შემიძლია და მე ავად ვარ,ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა,იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.მკლავდა იღბალი და უშენობა,მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.შენ მიდიოდი და მიგონებდი,შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი