პოეზია · ლირიკა
მე ისე მტკივა შენი ტკივილი
მგლოვიარეა ამინდიჩემსავით,მტკივნეული და ცრემლიანი…ფანჯრებზე წვიმა აბლაბუდას ქსოვსდა გზას მიკეტავს, შენთან მოსასვლელს.მოდი,ეგება გაათბოს გული შენმა ხელისგულმადა ტკივილები ქარს გავატანოთუკან არდასაბრუნებლად.მგლოვიარეა ამინდიჩემსავით,მტკივა შენი ტკივილი,გეძახი.მინდა, მოგეფეროდა ტუჩებით ამოვაშრო ღამეშენი თვალებიდან.