↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბათუმს

ნადირაძე სოსო

2015-06-121 წთ საკითხავი1384 ნახვა

—
თითქოს ამ ქალაქში დავიბადე,აქვე მოვიშუშე იარები,აქ მზე განახლების სულით მანთებს,წვიმა ნათლობის და ზიარების.
აქ კაცს გული უცემს უღალატო,აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი,და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო,ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი.
და თუ მართლა იცნო გულმა გულიდა თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა,ტალღად მოგაწყდება გარითმული,წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა,
ზღვასთან წუთიერი გარინდებით,თითქოს შთაგონებას ეწყურები,მინდვრებს შესევია ყვავილები,ხეებს მოჟღურტულე ბეღურები.
ო, რა ქართულია შენი მიწა',ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი,გული შენს ნაწილად გადაიქცადა მკერდს ეხეთქება ტალღასავით...

ნადირაძე სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი