↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უფალმა ბრძანა

ნადირაძე სოსო

2015-06-121 წთ საკითხავი1387 ნახვა

—
უფალმა ბრძანა:"იქმენ ნათელი!"და მერე, როცა ირგვლივ გაწვიმდა,თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელიდა მე კაენის ვიქეც ნაწილად.
და როცა ღმერთი შემეხო თიხას,გულის სიღრმეში გალღვა ყინულიდა მე აბელის ნაწილიც ვიყავ,იესოს სისხლით გამოსყიდული.
საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა,ცოდვით დაღლილს და გზებით დამტვერილს,ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა,ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი.
ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს,დაცემის მადლით თვალებახელილს,შუბლით ვატარებ კაენის დამღას,გულიტ ჭრილობა დამაქვს აბელის...

ნადირაძე სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი