პოეზია · ლირიკა
ფიროსმანი
თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან,ქართული ჩოხით...ძველი ხალათით...ის დადიოდა, როგორც ლეგენდა,ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...
საით წავიდა არავინ იცის,მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი,მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი,გაოცებული ფიროსმანივით...