პოეზია · ლირიკა
ჩემი ზამთარი
უკვე მეწვია ჩემი ზამთარი,თითქოს ვეჩვევი მღვრიე ქარ-წვიმებსდა მინავლული ცეცხლის ღადარიაღარ მათბობს და აღარ მამშვიდებს...
თითქოს სხეულში გული მაქვს ორი,ერთი მომყვება მკერდში მორჩილად,ხოლო მეორე სტრიქონებს შორისმათხოვარივით ჩამოძონძილა.
საკუთარ სუნთქვას ვეღარ ვერევიდა დამარცხებულს ახლა სრულებით,თითები, როგორც ჩალის ღერები,ისე მიჭირავს ხელის გულებით...
გაზომილია დრო და მანძილი,ქარი კითხულობს უკვე განაჩენსდა ბწკარებს შორის ფიქრით დაღლილიკალამს ვეყრდნობი,როგორც ყავარჯენს...