პოეზია · ლირიკა
მზეს ელოდები
მზეს ელოდები, როცა ღამეა,როცა გაწვება დარდი მთასავით,ჩემთვის ეს ლექსი დიდი რამეა,ცრემლის და სისხლის შავი ნაზავი...
ახლა ლოდინი არის ამაოდა ზეცას წყდება ცეცხლი მეხივითდა ვხედავ ბედის ქიმზე ქანაობს,ჩემი პატარა უღელტეხილი...
ამოვა მთვარე მრავალხალება,შემოამტვრევენ სარკმლებს ქარებიდა ყველა ლექსი შემებრალებაფურცელ და ფურცელ ნაწანწალები...
იმგვარად, თითქოს უკვე შებინდდა,უამინდობით გულაღეღილნი,კვნესიან ფურცლის გისოსებიდანჩემი ლექსები ტუსაღებივით...