↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევა (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო)

რილკე რაინერ მარია

2015-07-131 წთ საკითხავი595 ნახვა

—
დგას ამაღლებულ კათედრალთან და დუმილს არ შლის,განფენილია სისადავე სარკმლის მინებთან,შემოფეთებულ ბედისწერას იგი მინებდა,უჭირავს ვაშლი და თავადაც პოზაა ვაშლის.
უბრალეულოს ბრალეული ერგო ურიგო,იმ მოზარდისთვის ჟამთა შორის რომ იქცა მიჯნად.მან სიყვარულით უკვდავებას გადააბიჯა,რათა მიწაზე ახალი დრო დაწყებულიყო.
ძველ სამყაროში დარჩებოდა იგი სიამით,ერთსულოვნება იყო მკვიდრი სადაც ცხოველთადა შეხედავდა ყოველივეს ახლებურ თვალით.
მაგრამ როდესაც ჰპოვა კაცი ვნებების ძალით,წაჰყვა მას ისე, როგორც სიკვდილს, მძლეველს ყოველთა,თუმც არ იცოდა თუ ვინ იყო მაშინ უფალი.

რილკე რაინერ მარია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი