პოეზია · ლირიკა
ივდითის დაბრუნება (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო)
ჯერაც შავია სინოტივე, მძინარევ, და თანმერყევი, როგორც შეხება.ნამი! - ითხოვს ჩემი ფეხები.მე ვარ ივდითი, მთვრალი და ავი, საწოლი მისი,მისი კარავი, მოჭრილი თავი.და ის სამგზის მთვრალი სისხლით, განა ინით,თრიაქით ან ღვინით და ჩემით მთვრალი,ფრთხილობს, ვით ნამი.მოკვეთილი თავი, ქილა ბალახში, დილა - ბადახშიგანახლებული, ნაბიჯი ფრთხილი და მე მჩატე დაამაღლებული.
მიწიერებაში თუ ბიწიერებაში გამქრალისურათები, რატომ უნათებენ ან ამუნათებენდაბინდულ გონებას? ღამეულ ქმედების არ მსურსმოგონებაც.თუმც, შიშით მოიხმობა ყველა ნეტარება ერთად,რადგან სიყვარული, რომელიც მე ვარ, საკუთართავში მოიცავს ყველა ნეტარს და შეშლილს დაყველაფერი თავის ადგილს პოულობს ჩემში.ოჰ, გულო ჩემო, სისხლად რომ ხარ დანადინები,იძგერე კვლავაც წინააღმდეგ, ვით მე ვვლი მარადდა აჟღურტულე გულიცემა იმ ჩიტის დარად,რომელიც მალე იდუმალ ამბავს ახარებს ქალაქს.