↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მკვდრეთით აღმდგარი (მთარგმნელი ბაძაღუა თამაზ)

რილკე რაინერ მარია

2015-07-131 წთ საკითხავი593 ნახვა

—
მას არ შეეძლო იმ ქალისთვის ბილომდე ეთქვამკაცრი უარი, იმ ქალისთვის-რომელსაც სურდაედიდებინა სიყვარული და მისი ფეთქვადა ჯვარს დაემხო ქალი, მწარედ მიიკრა გულთან,ეხვია ტანჯვის მოსასხამი, რომელიც სუმთლადმოოჭვლილიყო სიყვარულის მბრწყინავი თვლებით.მაგრამ სამარხთან რომ მივიდა ცრემლადმდინარი,წმინდა მირონით მისი ტანი რომ განებანა,ფერი ეცვალა და დარჩა სახტად,რადგანაც იგი უკვე მკვდრეთით აღმდგარი დახვდა.მისი გულისთვის, რათა ეთქვა უფრო ნეტარად:არა!და ეს პირველად ქალმა თავის მღვიმეში იგრძნო,რომ მან-ძლიერმა იმ სიკვდილით უდიადესით,ბოლოსდაბოლოს აუკრძალა მირონის სილბოსიმსუბუქე და მოლოდინი ბოლო ალერსისრომ მხოლოდ ჩუმად მოყვარულის ჟინი აღირსა,რომელიც მიჯნურს აღარ ელტვის, და სულ ნაფლეთიზღვარგადასული ქარიშხლებით, სატრფოს ძახილსაცაღემატება, ფარავს ტანჯვის თბილ სინათლეთი.

რილკე რაინერ მარია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი