პოეზია · ლირიკა
ბრმა (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო)
უცხო:ხომ არ გაშინებს ეს საუბარი?
ბრმა:არა.
ის შორეული იყო ისე, არ იყო მისებრ, სხვა იმ აურის.ის თვალხილული იყო მაშინ და ცხოვრობდა დიდი ხმაურით.მკვდარია ახლა.
უცხო:და მძიმე ჰქონდა მას სიკვდილი?
ბრმა:უდარდელებთან მკაცრი არის სიკვდილი.ოჰ, რა ძლიერი უნდა იყო, რომ სხვისი სიკვდილი გადაიტანო.
უცხო:შენთვის ის იყო უცხო?
ბრმა:გახლდა. უფრო სწორად კი გახდა-უუცხოვდება გარდაცვლილი თვით დედას შვილი.
ის თავიდანვე იყო საშიში.ჩემი სხეული იყო იარა, სამყარო,რომელიც მწიფდებოდა და ყვაოდა საგნებშიძირფესვიანად გულამოგლეჯილი (ვით მენიშნა)ვიწექი გათხრილ სამარეშიდა ვსვამდი ცივი ცრემლების წვიმას,რომელიც ჩემი მკვდარი თვალებიდანუსასრულოდ და ჩუმად დიოდა,ისევე, როგორც ცარიელ ციდან,სად ღმერთი გარდაიცვალა,ღრუბლები, ლამის ცას დასცვიოდადა ჩემი სმენა დიდი და ღიაუსმენდა საგნის უხილავობას.და დროს თმებზე რომ მეშვებოდა მარდად,და სიჩუმეს ბროლივით თოთოს,და შევიგრძნობდი, სუნთქვა დიდი თეთრი ვარდისჩემს ხელებს უახლოვდებოდა როგორ.და ვფიქრობდი: სულ ღამე, ღამე,გამოაჭრის-მეთქი ბოლოს სუსტი შუქი,გაიზრდება იქცევა დღედ და მემივეახლები-თქო თუკი კიდევდილას, ხელისგულზე რომ მიდევს.ხშირად ვაღვიძებდი დედას, ოდესკოშმარულს ვნახავდი სიზმარს.დედას ვეძახოდი: ”მოდი!გამინათე!”და ვუსმენდი დიდხანს, დიდხანსჩუმად უთქმელ სიტყვასდა ბალიში იყო ვით ქვა...უცებ ნათება აპობდა წყვდიადს,ანდა ქვითინს მოჰყვებოდა დედაუსაშველოდ მშობლიურს და დიადს.
ოჰ, ამაზე ფიქრი არ მსურს მეტად”გამინათე! გამინათე!” გავყვიროდი ძილში, გვედრი,სამყაროო, ამაცალე ამქვეყნიურ დაღლას.სამყაროო, ამაცალე ჩემი სახე, მკერდიდა უშორს ვარსკვლავამდე აიტაცე მაღლა.აღარ შემიძლია ცხოვრება, ვამთავრებ.არის აქ კიდევ ვინმე სხვა? აქ ვინმე არის?ვინ არის ფარდის უკან? - ზამთარი?დედა: ქარბუქი? დედა: ღამე? მითხარი!თუ: დღე? ...... დღე!უჩემოდ! როგორ შეიძლება ნათელი უჩემოდ?ნუთუ აღარსად მდარდობენ?მიკითხა ვინმემ?ყველამ დამივიწყა?ჩვენ?... მაგრამ შენც ხომ მათ შორისა ხარ?შენ ხომ არაფერი წაგართვეს?შენი სახის ირგვლივ ყოველი ნივთი,შენს სახეზე ყოველი ნაკვთი, ფუსფუსებს, მათ რომ აამოს.შენ შეგიძლია დახუჭო თვალები,როცა დაიღლები და მოიმჩვარებიდა მერე გაახილო ისევ...
ჩემი თვალები კი გაშესდენ მქისე,ჩემი ყვავილებიდან ფერები აიკრიფენ,ჩემი სარკეები გაიყინენ,ჩემი წიგნებიდან სტრიქონები გაიკრიფენ,ჩემი ჩიტები კი სახლებს შორისფრენენ და უცხო ფანჯრებს აწყდებიან,მე ხომ სამუდამოდ განმაშორესცხოვრების უსაგნო სიმარტოვეს,და უმალ ყველამ მიმატოვააწ ვარ კუნძული. ვზღე.
უცხო:და მეც მოვედი შენთან ზღვით.
ბრმა:როგორ? კუნძულზე? გამოცურე?
უცხო:მე ვიყავი ტივზეშენ ფრთხილად შემეხე,ტივი ირწეოდა, როგორც დროშა,ქარი რომ შეარხევს.
ბრმა:მე ვარ კუნძული და მარტოსული.მე მდიდარი ვარ.წინათ, ჯერ კიდევ როს მძლევდა სულიდა ძველი გზნებითდა მწველი გზნებითვიტანჯებოდიუმეცრებაში რადგან ვრჩებოდი-ჩემი გულიდან მოჟონავს როცა,ნაღდია რაცა.
ახლა კი ვიცი ვინც ვარ და რაც ვარ.ჩემი მდუმარე თვალების სტუმარიგაზააბნეულნი, გრძნობანნი ფეთიანნი,დაბრუნდნენ ერთიანადჩემს სხეულში და თუმცა შეუშვივერავინ შეიცვნეს.
სხვა გზა მე არ ვიცი,ჩემს თვალებში სველიმყუდროების ველი,ასე თავნება და ასე უზრუნველი, გაფართოვდა,ჩემს ირგვლივ ყოველითავთან განმარტოვდა:ჩემი სხეული, კი როგორც სახლი, ბნელი,ათასგვარი გრძნობით სავსეა და ნელი,იქ ”მოგონებებს” კითხულობს ვიღაც,ახალგაზრდები მზერენ ზერელედდა გამჭირვალე მინების მიღმაზვერავენ რაღაც დაუჯერებელს.ჩემი შუბლი ხედავს გახელებასჩემი ხელი კითხულობს ლექსებს სხვა ხელებზე,და ჩემი ფეხი ქვაფენილს დაიმონებსდა ჩემს დახველებას ყველა ჩიტი გაიგონებს.აღარ შემიძლია ეს განდეგილობა-ჩემთვის ყველაფერი ხმაში და სუნთქვაშიმხოლოდ შეიგრძნობა.ეს გრძნობა როდია, ეს გრძნობა ლოდია.ხმა კი ლამაზია, როგორც მელოდია...
რას მაძლევს მე წიგნი?!ქარი წიგნის გვერდებსფურცლავს და მახვედრებს,რომ სხვა მერგო ხვედრიდა სიკვდილი, ყვავილებს რომ დათხრის თვალებს,თავს გაიწვალებს და ჩემს თვალებს ვერ იპოვის...
უცხო:(ჩუმად)ვიცი.