↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადამი (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო)

რილკე რაინერ მარია

2015-07-131 წთ საკითხავი588 ნახვა

—
დგას კათედრალთან მდუმარებით, როგორც დიდება,სარკმელთან ახლოს უცნაური დუმილით მოსილსდაუფლებია ელდად შიში აპოთეოზის,მას რომ უბოძა ამაღლება და გარინდება.
უხარია, რომ უცვლელი და მარადიული,მიამიტურად ჯიუტია, ვითარცა გლეხი.
მან ედემიდან უნებლიედ გადმოდგა ფეხი,რომლის საწყისი ფიქრშიც კი არ ჰქონდა ხილული.
შეუცნობელი რისკი იყო წასვლა ბაღიდან,მას ღმერთი მუდამ აფრთხილებდა, რომ შენ მოკვდები,თუმცა იცოდა, რომ კამათი ღმერთთან დაღლიდა.
ნებას უფლისას გარდასულმა არც კი ინანა,არ შეეპუა წინაღობას ტირილ-გოდებითდა დაბადება გადაწყვიტა ადამიანმა.

რილკე რაინერ მარია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი