↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აპოლონის არქაული ტორსი (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო)

რილკე რაინერ მარია

2015-07-131 წთ საკითხავი592 ნახვა

—
ჩვენ არ გვინახავს მისი თავი, არ ვართ ჩვეული,სადაც მწიფობდნენ ვაშლებივით მისი თვალები.ტორსია მისი შანდალივით ნაელვარები,რადგანაც მზერა შიგნიდან აქვს გამოფრქვეული.
რომ არა ასე, არ შეგვძრავდა ჩვენ მისი ნახვადა ვერც ბარძაყზე შევნიშნავდით ღიმილის ხმაურს,გაბნეულს ტანში, აფეთქებულს და თან უცნაურს,არ არსებული მოფერებით რომ ჩაისახა.
თვალისმომჭრელი დიადემის გარეშე ტანი,უსახურობის იქნებოდა მხოლოდ მომტანიდა ბრწყინვალებას დაკარგავდა მტაცებლის შიშით.
შეგრძნება ებრძვის არშეგრძნებას.... ეცვლება ნირი,ყოველ ცისმარე ყრუ სიბნელეს მისი კაშკაშით,რომ ამგვარ ხიბლით ცხოვრებაა სულ სხვანაირი.

რილკე რაინერ მარია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი