↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხალხმა რა იცის

დოლიძე გენრი

2015-06-122 წთ საკითხავი20969 ნახვა

—
(როინ აბუსელიძეს)
სიმწრის ცრემლივით ყლაპავ ტაეპებს,გაჭრილი ციდან ჟონავს მუსიკა...დაეძებ შენში რაღაც ღვთაებრივექოს და მაინც კაცის პულსი გაქვს...ყავის ჭიქაში აღრჩობ სუიციდს.ღამენათევი ლოცვის ნირი გაქვსხალხმა თუ იცის?ხალხმა თუ იცის?შენი ჯვარცმული ღიმის ლირიკა...ღია ფანჯრიდან შემოსულ მთვარესკეტავ ოთახში როგორც მოლოდინს...გადიხარ გარეთ და გინდა თქვა რომრომ თქვა გინდა და გარეთ ბოლოდანუკან მიყვები ჩაწყობილ კარტებსდა ხვდები ბედმა ცუდად აგტუზა...საკუთარ ლექსში თოვ, მაგრამ არ დებ...ტეკილას სვამ და ურწყავს კაკტუსებსვინმე მექსიკელ პოეტს მეზობელკონტინენტიდან;- სხვისი ჭირივითკაკტუსის ეკალს თითში ესობიდა ლექსი გრჩება ცოტა ირიბიროგორც რებუსი, როგორც ქარაგმადა საკუთარი ნერვების ფასად,ოღონდ გაითბოს სული ქალაქმამზად ხარ ცეცხლს მისცე ყოველი ფრაზაშენი ლექსიდან, ნაცნობ მოედანს(და თოვლი მოგყავს როგორც ციტატა)გინდა რომ შერჩე უცნობ პოეტადრომელიც თოვას იწყებ ციდან დამოდიხარ ქვევით, მაგრამ მაინც ცისმიმართულებით ადგილს იკავებ
ხალხმა რა იცის?!ხალხმა რა იცის?!შენი ჯვარცმული ბედის იგავი.....შენი ბედცმული ჯვარის მზეკარაშენი მზეცმული რჯულის ზამათიცარიელ ლექსთან როგორც მეკარედგახარ და დარტყმებს უმისამართებცხოვრების ყველა მზაკვრულ ჩანაფიქრსცხოვრების ყველა მზეკრულ გამოცდასბედი-მტყუანი თვალებს ჩანაბავს,შენს გამოც, ღვთის და ლექსის გამოც...და საკუთარ თავს უწევ გიდობასრადგანაც სულში ვეღარ ეტევიაღებ სახლს, როგორც ნოეს კიდობანსდა მთვარეს ცაში უშვებ მტრედივით....
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი