↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართული ზღაპარი

ნიშნიანიძე შოთა

2016-06-121 წთ საკითხავი24956 ნახვა

—
იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა...გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდადა ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო...ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც...თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.ერთი გოგო მომეწონა _ ირმის ჯოგს წველიდა მთაში,თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.კალხის ქალი მყვადა ძიძად _ ამორძალი ენამწარე,ნიშა ხარის სიყვარული იმ მხარეში შემასწავლეს,დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს,ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე.გზებზე ბერი გადამიდგა... შემომცინა, `გიხაროდენ~._ წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე...._ ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი,ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი... ოქროს ხიდი...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი